Monday, October 22, 2012

უკრაინა


  1.  რამდენად  ვიცნობთ  უკრაინას!?
  2. პროექტის მთავარი იდეა: უკრაინის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა მის გეოგრაფიულ   მდებარეობაზე, მოსაზღვრე ქვეყნებზე, ისტორიაზე. მოსწავლეებს გაუჩნდათ უკრაინის, ტრადიციების და კულტურის გაცნობის  და მისი ქართულ  კულტურასთან  პარალელის გავლების სურვილი.
  3. პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას უკრაინაზე, მულტიკულტურულ და ინტერკულტურულ განათლებას. პროექტი გამოუმუშავებს მათ, როგორც საკუთარი, ასევე სხვების კულტურის შეცნობისა და პატივისცემის უნარს, შესძენს მოსწავლეებს კვლევის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
  4. პროექტის მიზნები: გავუღვივო მოსწავლეებს ინტერესი ეთნიკური ჯგუფების კულტურის ადათწესებისა და ღირებულებების მიმართ. ვასწავლო განსხვავებული ღირებულების პატივისცემა.
  5. მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.
  6. ვადების ხანგრძლივობა: 2 კვირა.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე ეზიარება უკრაინაზე ინფორმაციას, გაიფართოვებს თვალსაწიერს, გაანალიზებს მოცემულ ინფორმაციას, გამოიყენებს ნასწავლ ცოდნას, შეადგენს რუკას, საპრეზენტაციო სლაიდებს, ვიდეო მასალას, კედლის გაზეთს, ბუკლეტს და შემოქმედებით პრეზენტაციებს.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლოპედია, კომპიუტერი, პროექტორი.
  9. პროექტის მსვლელობა: ჯგუფები აკეთებენ ჯგუფური საშინაო დავალების შემოქმედებითი პროდუქტების პრეზენტაციებს უკვე დამუშავებულ თემებზე: უკრაინის ტრადიციები, დღესასწაულები, სამზარეულო, ღირსშესანიშნაობანი, ნაციონალური სამოსი. პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ მოსწავლეები ადარებენ უკრაინისა და საქართველოს კულტურებს. შემდეგ ხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება. მოსწავლეები ანგარიშის სახით შეაფასებენ თავიანთ მუშაობას: როგორ მუშაობდნენ, ვინ როგორ იმუშავა, რა გაუჭირდათ ყველაზე მეტად, რა ახალი ცოდნა შეიძინეს მათ, რა ისწავლეს ერთმანეთისგან, რა კუთხით გაუმჯობესდა მათი მუშაობა. ამის შემდეგ ხდება მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება სპეციალური რუბრიკის მიხედვით.
  10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, კულტურის ისტორია.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ნანი გეგიძე (რუსული ენის მასწავლებელი).
  12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: GegidzeNani@gmail.com
  13. პროექტის ბლოგის მისამართი: www.gegidzenani.blogspot.com




Tuesday, October 16, 2012

პირველი პოსტი

ეს არის ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე